რუსთავში, #5 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
არსენ დემეტრაშვილის გათავისუფლების მიზეზებზე ინფო რუსთავთან, რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით არსენ დემეტრაშვილი, თანამდებობიდან, განათლების სამინისტროში შესული, მეორე საჩივრის საფუძველზე გაათავისუფლეს.
"ინფო რუსთავთან" საუბრისას, #5 საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება.
"ინფო რუსთავის" კითხვას, ხომ არ შედიოდა ვინმეს ინტერესებში მისი თანამდებობიდან განთავისუფლება, სკოლის ყოფილმა დირექტორმა ასე უპასუხა: "ეჭვები მაქვს. ასეთი რამ რომ ხდება, ხომ იცით, რომ ჰაერიდან არ ხდება. ერთადერთი სახე ვიყავი ქალაქში, მმართველი პარტიის. ეს იყო მშობლისთვის საბაბი და ამ ყველაფრის უკან კონკრეტული პირების ინტერესები დგას".
შეგახსენებთ, რომ არსენ დემეტრაშვილს #5 სკოლაში, დირექტორის თანამდებობა, 5 წლის განმავლობაში ეკავა.