სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკა

2019-09-17 22:33:05

2019 წლის აგვისტოში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის რუსთავის“ სპეციალისტებმა რუსთავში, საცხოვრებელ ბინებში 1087 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი რუსთავიდან აცნობეს.

კომპანიის სპეციალისტებმა რუსთავში, აგვისტოს თვეში სულ 2 322 აბონენტი შეამოწმეს.  აქედან 1 087 აბონენტს გაზის დანადგარები ჩაეჭრათ, მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო წყალგამაცხელებელი იყო.

"აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები თვითნებურად მიაერთეს" - განცხადეს სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის რუსთავის სერვის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარი ახალ რუსთავში, საცხოვრებელ ბინებში აღმოაჩინეს.