"ფორსაჟი"-ს გადაღებები რუსთავში შაბათს საღამოს დასრულდა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა მესხიშვილის ქუჩაზე და გაარკვია რომ ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ უკვე აღდგა.
რუსთაველის ძეგლიდან თოდრიას წრემდე და თოდრიას ქუჩაზე გადაადგილება ავტომობილებს უკვე შეუძლიათ.
რაც შეეხება თოდრიას წრედან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა კვირას, დაახლოებით შუადღით, მას შემდეგ აღდგება როდესაც გადამღები ჯგუფი კუთვნილ ტექნიკას და გადაღებისთვის საჭირო აღჭურვილობას გაიტანს.