ხანძარი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის აივანზე გაჩნდა.
ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.