წარმატებული რუსთაველი აბიტურიენტები

2019-09-09 00:02:06

ვინ არიან რუსთაველი ახალგაზრდები, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს - „ინფო რუსთავი“ გამოცდების შედეგების მიხედვით, მაღალქულიანი აბიტურიენტების სიას, პერიოდულად აქვეყნებდა, რის მიხედვითაც გამოვლინდა იმ აბიტურიენტების ვინაობა, რომლებმაც ოთხივე გამოცდაში, უმაღლესი შეფასება მიიღეს.

წარმატებული რუსთაველები, ახალ სასწავლო წელს, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში 100% - იანი გრანტით გააგრძელებენ.

#24 სკოლის მოსწავლე საბა ხევიაშვილი სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელებს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, საბა გამოცდებში, მაღალი შეფასების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, მეორე ადგილზეა, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში, პირველ ადგილზე. საბას ფიზიკა ბავშვობიდან აინტერესებდა და ამიტომ გადაწყვიტა ამ ფაკულტეტზე ჩაებარებინა.

უნარები - 78 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 67 ქულა

უცხო ენა - 80 ქულა

მეოთხე გამოცდა (ფიზიკა) – 69 ქულა

#24 სკოლის მოსწავლე მარიამ ნავროზაშვილი სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში მართვა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე გააგრძელებს. მისი თქმით, ის ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, კონკრეტულად რისი სწავლა უნდოდა და იმედოვნებს, რომ ეს ფაკულტეტი, მას ინტერესებში ბოლომდე გაარკვევს.

უნარები - 74 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 60 ქულა

უცხო ენა - 79 ქულა

მეოთხე გამოცდა (ისტორია) – 62 ქულა

#4 სკოლის მოსწავლე მარიამ მჭედლიშვილი, სწავლას აგრარულ უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გააგრძელებს.

„ბავშვობიდან მიტაცებდა მეცნიერება, განსაკუთრებით ბიოლოგია. ადრეულ ასაკში კლასგარეშეც ვკითხულობდიი ხოლმე რაღაცებს. გამიმართლა და სკოლაში მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი, ნინო ბოლქვაძე, რომელმაც დაინახა ჩემში პოტენციალი და სულ მეხმარებოდა და დამატებით მასალასაც მაწვდიდა. გადაწყვეტილების მიღება თუ სად ჩამებარებინა მაინც ძალიან გამიჭირდა, ყველა საგანი მომწონდა და ყველა სფერო მაინტერესებდა. საბოლოოდ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეცნიერებაში მეცადა ბედი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება MAYO-ს კლინიკის კვლევით ცენტრზე წაკითხულმა უამრავმა სტატიამ მოახდინა. ვფიქრობ მეცნიერება ყველაზე აქტუალური სფეროა და მომავლის პროფესიაა“ - განაცხადა მარიამმა

უნარები - 75 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 60 ქულა

უცხო ენა - 79 ქულა

მეოთხე გამოცდა  (ბიოლოგია) - 60 ქულა

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე ლუკა ნადარაია სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე ისწავლის. მისი თქმით, ეს სფერო ბავშვობიდან იტაცებდა, თუმცა არასდროს უფიქრია, რომ პროფესიად აერჩია.

„მთავარი მიზეზი რატომაც ამ დარგით დაკავება გადავწყვიტე ისაა, რომ მომავლის პროფესიაა და დასაქმების დიდი შანსია. პლიუს ამას მომგებიანია“ - განაცხადა ლუკა ნადარაიამ

უნარები - 74 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 63 ქულა

უცხო ენა - 78 ქულა

მეოთხე გამოცდა (მათემატიკა) - 50 ქულა

#4 სკოლის მოსწავლე ანი ჯვარიძე, სწვლას, თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე გააგრძელებს.

„ჩემი არჩევანი განაპირობა იმან, რომ ეს ფაკულტეტი გამოირჩევა როგორც განსხვავებული სასწავლო პროგრამით, ისე სწავლების განსაკუთრებული მეთოდით. ამ ფაკულტეტზე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ფართო განათლება სხვადასხვა სფეროში. ბაკალავრის დასრულების შემდეგ მაგისტრატურის გაგრძელებას ევროპაში ვაპირებ“ - განაცხადა ანიმ

უნარები - 71 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 68 ქულა

უცხო ენა - 79 ქულა

მეოთხე გამოცდა (ისტორია) – 65 ქულა

#4 სკოლის მოსწავლე ანა თარაშვილი, თავისუფალ უნივერსიტეტში, ვიზუალურ ხელოვნებასა და დიზაინზე ისწავლის. მისი თქმით, ეს სფერო ბავშვობიდან აინტერესებდა, უნივერსიტეტის პროგრამამაც დააინტერესა და გადაწყვიტა ეს ფაკულტეტი აერჩია.

უნარები - 72 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 62 ქულა

უცხო ენა - 79 ქულა

მეოთხე გამოცდა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება )- 65 ქულა

#18 სკოლის მოსწავლე თაკო ფიფია, სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  - სამედიცინო ფაქულტეტზე გააგრძელებს.

„ექიმობა ბავშვობის ოცნებასავით მქონდა. ყოველთვის ყველას ვეუბნებოდი, რომ ექიმი მინდიდა გავმხდარიყავი. არც ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ იძახიან თოჯინებს ვმკურნალობდი და ხალათი მქონდა ბავშვობაშიო, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რაც მინდოდა. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ქირურგობას ვაპირებ, მაგრამ კონკრეტული განხრა ჯერ არ მაქვს არჩეული“ - განაცხადა თაკომ.

#24 სკოლის მოსწავლე ლიზი ლომია თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე ისწავლის. მისი თქმით, მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

უნარები - 71 ქულა

ქართული ენა და ლიტერატურა - 63 ქულა

უცხო ენა - 80 ქულა

მეოთხე გამოცდა (ლიტერატურა) – 64 ქულა

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები