ჰაერის დაბინძურების ხარისხი რუსთავში

2019-09-04 13:15:21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

„ასევე თბილისში "ილიას ბაღში" პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები 27 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში 1.5-ჯერ; 30 აგვისტოს - ,,ილიას ბაღში“- 1.2-ჯერ, რუსთავში - 1.8-ჯერ, ხოლო თბილისში, წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 31 აგვისტოს - რუსთავში- 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში, ,,ილიას ბაღში“ – უმნიშვნელოდ. 28 და 29 აგვისტოს, ასევე 1 და 2 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. “, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.