რუსთავში "ფორსაჟი"-ს გადაღებები 1 დღით კიდევ გახანგრძლივდა.
სცენების გადაღება რომელიც მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე მიმდინარეობს ნაცვლად 6 სექტემბრისა 7 სექტემბერს დასრულდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით აღნიშნულ ლოკაციაზე რამდენიმე დუბლით მეტ კადრს გადაიღებენ. სცენები საკმაოდ მასიურია და გადამღები ჯგუფი ცდილობს ფილმისთვის აბსოლუტურად სრულყოფილი ვიდეო მასალა მოაგროვოს.
გადაღებების მესამე დღე დასრულდა. გადაიღეს სცენა რა დროსაც ტრაილერის მსგავსი სატრანსპორტო საშუალება "შევროლეტი"-ს მარკის ავტომობილს ეჯახება და კედელზე ანარცხებს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ფორსაჟი"-ს გადამღები ჯგუფი რუსთავში გადაღებებით კმაყოფილია. გუნდის ერთერთმა წევრმა, რომელმაც იდენტიფიკაციისგან თავი შეიკავა, ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ ამერიკელებისგან შემდგარი ძირითადი გუნდი რომელიც გადაღებებს გეგმავს ძალიან კმაყოფილია რომ გადასაღებად სწორედ რუსთავი შეირჩა. აღნიშნავენ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობას და ასევე ხელშეწყობას.