რამდენი მანქანა დაამტვრიეს რუსთავში [video]

2019-09-07 00:46:42

მეოთხე დღეა რუსთავში "ფორსაჟის" გადაღებები მიმდინარეობს. [ვიდეო/video]

ფილმის გადაღება მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე მიმდინარეობს. ერთერთი მთავარი სცენის გადაღებისას, როდესაც ტრაილერის მსგავსი მძიმე ტექნიკა ქუჩაში სწრაფად გადაადგილდება, ხდება შეჯახება და უამრავი ავტომობილი ზიანდება. აღნიშნული სცენის რამდენიმე დუბლი გადაიღეს, მათ შორის ვერტმფრენითაც.

სწორედ ამიტომ გადასაღებ მოედანზე დაახლოებით 30 ერთეული სხვადასხვა მარკის ავტომობილი დაამტვრიეს. ავტომობილები გზის პირზე ზამბარას მსგავსი კონსრუქციით იყო დამაგრებული, ხოლო მძიმე ტექნიკის გამოჩენისთანავე ხდებოდა გასროლა.

არსებული ინფორმაციით დამტვრეულ ავტომობილებს ჯართში ჩააბარებენ.

ჰოლივუდი რუსთავში 7 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს.