2019 წლის ზაფხულში რუსთავში მშენებლობის იმაზე მეტი ნებართვა გაიცა, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკის მიხედვით, რომელიც "ინფო რუსთავს" რუსთავის არქიტექტურის სამსახურიდან მიაწოდეს, 2018 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეებში სამსახურმა მშენებლობის 81 ნებართვა გასცა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 88.
"გაცემული ნებართვები ძირითადად ეხება კომერციულ ობიექტებს და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავში ძალიან მოიმატა მომართვიანობამ დეველოპერების მხრიდან, მრავალბინიან, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებზე"- განაცხადა ინფო რუსთავთან
რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა.