აშენდება თუა არა რუსთავში მოლი (ფოტოები).

2016-11-03 18:14:06

რუსთავის მერიაში ჩინელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა. ჩინელმა ბიზნესმენებმა ქალაქის მერს რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნის საკითხზე მიმართეს. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილიც ესწრებოდა. ინვესტორები ქალაქის ცენტრში ეძებენ ტერიტორიას სადაც იქნება 3 სართულიანი შენომა და რომლის რეაბილიტაციასაც მოახდენე, ასევე შესაძლებელია სრულიად ახალი ობიექტის აშენებაც. ბიზნესმენები ერთერთ ასეთ ტერიტორიად სასტუმროს მიმდებარე მიწას განიხილავენ, თუმცა ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით ნაკვეთის მესაკუთრესა და ინვესტორებს შორის შეთანხმება ჯერ არ მომხდარა. ბიზნესმენების განმარტებით ეს იქნება სავაჭრო ცენტრი სადაც ჩინური ბრენდები იქნება წარმოდგენილი