"ფორსაჟის" გადაღებები რუსთავში [video]

2019-09-03 22:05:52

რუსთავში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის "UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს. [ვიდეო/video]

გადაღებები გვიან ღამე დაიწყო და მთელი დღე გაგრძელდა. მესხიშვილის ქუჩა მთლიანად გადაიკეტა და კორპუსის მაცხოვრებლების თვალწინ ნამდვილი ფილმიც დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ფილმის გადაღებას აივნებიდან, ნაწილი კი ქუჩაში განთავსებული ჯებირებიდან ადევნებდა თვალს.

სცენის გადაღება, რა დროსაც მძიმე ტექნიკა გადაადგილდება და შევროლეტის მარკის ავტომობილებს მისდევს დღეს ვერ დასრულდა, თუმცა მოესწრო ერთერთი ხმაურიანი ეპიზოდის გადაღება. მესხიშვილის ქუჩაზე მოძრავმა მძიმე ტექნიკამ ათამდე მანქანა გაიტანა და დაამტვრია, ყველაფერი საკმაოდ ოსტატურად და პროფესიონალურად, სწორედ ისე გადაიღეს როგორც ჰოლოვუდურ ფილმებს ახასიათებს.

გადაღებებისთვიის გამოიყენეს შევროლეტისა და ბეემვეს მარკის ავტომობილები, ასევე მძიმე ტექნიკა, მათ შოროს ქართული წარმოების "მეომარი", ციდან გადაღება კი გარდა დრონისა ვერტმფრენიდანაც ხორციელდებოდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ფილმის გადაღების პროცეში 50 რუსთაველია დასაქმებული.

გადამღები ჯგუფი რუსთავში 6 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ "ფორსაჟი 9" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღებები რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე, თოდრიისა და მესხიშვილის ქუჩებზე დაიგეგმა.

ვიდეოს ფრაგმენტები "ინფო რუსთავს" გვერდის მომხმარებელმა მიაწოდა, ნაწილი კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.