ვაკანსიები რუსთავის ბაღებში

2019-09-03 18:01:32

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფრომაციით, ცხადდება კონკურსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის (ბაგა–ბაღები) რიგ ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების მიზნით.

- სპეციალური პედაგოგი - ერთი მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატს საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეც. მასწავლებლის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
დარიცხული ხელფასი-500ლარი.

- აღმზრდელი - 4 მუდმივი საშტატო ერთეული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას:
1) ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (ჰუმანიტარული განხრით). სასურველია, ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
2) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი ან გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ -მოდულის საფუძველზე გადამზადება.
დარიცხული ხელფასი-500ლარი.

- ფსიქოლოგი - ერთი საშტატო ერთეული (დროებითი ვაკანსია).
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში; ასევე-სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დარიცხული ხელფასი - 450 ლარი.

სამივე პოზიცია მოიცავს 40 სამუშაო საათს კვირაში.

კანდიდატმა 2019 წლის 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით გაერთიანების მეთოდ.კაბინეტში უნდა წარმოადგინოს CV ფოტოსურათით, პირადობის მოწმობის ასლი,შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, შესაბამისი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).

ჩვენი მისამართია - კოსტავას ქ. 20 (რუსთავის მერია, მესამე სართული)

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა)განცხადებების მიღება, ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა, გ) გასაუბრება.

გასაუბრება ჩატარდება 11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 11.00 საათიდან"- წერია რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.