2019-09-02 17:04:43
რუსთავში 3 000 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
გაგარინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს. "ვი-აი-პი+" ასრულებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ასფალტ-ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
"სამუშაოები ივნისში დავიწყეთ, ეწყობა მთლიანად გზის საფარის კონსტრუქცია, სავალი ნაწილი, ტროტუარები, იცვლება კომუნიკაციები და კეთდება სანიაღვრე ქსელი. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ 20 ოქტომბრისთვის, პროექტი დასრულდება" - განაცხადა შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა ხელაიამ.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივებს როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილება უჭირდათ.