რუსთავში საგზაო ქვაფენილი წესრიგდება

2019-09-02 14:48:52

კოსტავას გამზირზე დაზიანებული საგზაო ქვაფენილის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ განუცხადა, დაზიანებული ქვაფენილის აყრა და ხელახლა დაგება რამდენიმე ლოკაციაზე მოხდება.

გზის სარემონტო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "დაგი" აწარმოებს. ტენდერის პირობების თანახმად, "დაგი" ვალდებულია 5 წლის განმავლობაში მის მიერ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს.

პარალელურ რეჟიმში, აღნიშნული სამშენებლო კომპანია კოსტავას გამზირზე დაზიანებული ფასადებს აწესრიგებს.