რუსთავში ძაღლები მოწამლეს [video]

2019-09-01 23:58:37

რუსთავაში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ძაღლები მოწამლეს. შემთხვევის შდეგად 3 ძაღლი გარდაიცვალა. [video/ვიდეო]

ფაქტის შესახებ "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა აცნობეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქეთი ფოლადაშვილმა განუცხადა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბალანჩივაძის ქუჩაზე ცხოველების ინტოქსიკაციით დახოცვის ფაქტი გახშირებულია.

"ორი ძაღლი იყო ეზოში, რომლებსაც მე ვპატრონობ. დაიწყეს ფართხალი და გამოუვლინდათ იგივე სიმპტომები, რაც წინა თვეებში სხვა ძაღლებს. სამწუხაროდ ვერ დავეხმარეთ, 2 ძაღლი აქვე დაიღუპა, 1 გაიქცა და ვეღარ ვნახეთ. მე ვფიქრობ, რომ მოწამლეს, რადგან ყოველთვის, როცა ძაღლს გავზრდით, კვდება ზუსტად იმ სიმპტომებით, როგორც გუშინ. მგონია, რომ მეზობელი, ცუდი ადამიანი წამლავს ძაღლებს", - აცხადებს ქეთი ფოლადაშვილი.

ქეთი ფოლადაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა, თუმცა სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ ფაქტის გამოძიება მათი უფლება-მოვალეობების ფარგლებში არ შედის.