მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-08-30 19:46:16

30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 აგვისტო - +25 °C, +31 აგვისტო - +24 °C, 1 სექტემბერი - +26 °C, 2 სექტემბერი - +25 °C.