რუსთავში, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ან გაერთიანების მსურველებს საჯარო რეესტრში ცვლილების დასარეგისტრირებლად მუნიციპალიტეტისგან თანხმობის მიღება დასჭირდებათ - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც "ინფო რუსთავს" სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კოომისიის თავმჯდომრე ამირან ჯანჯღავამ განუცხადა, ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის როლს ზრდის და მას საშუალბას აძლევს, თავიდან აირიდოს განაშენიანების პროცესში სირთულეების წარმოქმნა.
თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად მოსახერხებელი იქნება აღნიშნული პროცედურების გავლა რუსთაველებისთვის.
კითხვით, "ინფო რუსთავმა" რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანს მიმართა. ონიანმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ: -"თვითმმართველობისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს არ გახდეს დამატებითი უხერხულობის შემქმნელი რუსთაველებისთვის. შემდეგ საკრებულოზე მე მოვიწვევ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს , რომელმაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ არანაირი უხერხულობა არ შეიქმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მკაცრები და მომთხოვნები".
აღნიშნული საკითხი ხმათა უმრავლესობით საკრებულომ დაამტკიცა.