2019-08-30 12:33:42
რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა და 64 297 500 ლარი შეადგინა - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოში, საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან კავთიაშვილის ინფორმაციით, თანხის გაზრდა 2017-2018 წლებში დასრულებილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე მოხდა, რომელიც სამინისტრომ ისევ რუსთავის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დაუტოვა მუნიციპალიტეტს.
კავთიაშვილის ინფორმაციითვე, ეკონომიებმა შეადგინა 422 980 ლარი, რომელიც სრულად ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვას მოხმარდება.
საკითხი, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს