2019-08-30 10:02:26
რუსთავის მერია სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.
პროფესიული გამოცდილების შეძენისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით შესაძლებლობა გეძლევათ გაიაროთ სასწავლო პრაქტიკა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში: აპარატის იურიდიული განყოფილება; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური; ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური; არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური.
პრაქტიკის გასავლელად დაიშვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
პრაქტიკის გავლის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტეტის მერიას. პრაქტიკის ვადა განიზასღვრება 1-დან-6 თვემდე. პრაქტიკის პერიოდი არ ანაზღაურდება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.