პროექტის ღირებულება 1 000 000 დოლარია

2019-08-29 19:01:37

რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული საწყობი აშენდება. საწყობი საერთაშორისო მნიშვნელობის ობიექტი იქნება და საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიისა და არა მარტო რეგიონის ქვეყნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს რუსთავს სამუშაო ვიზიტით ეწვია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კერემ კინიკი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე. შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მათ შორის ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. შეხვედრის ფარგლებში კი ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, საწყობის ასაშენებლად აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო  ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კერემ კინიკის განცხადებით, პროექტში თურქული მხარე 1 000 000 დოლარს დებს. საწყობის აშნება 600 000 დოლარი, მისი ტექნოლოგიებით აღჭურვა კი 400 000 დოლარი დაჯდება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის თქმით, მშენებლობა დაახლოებით 1 თვეში დაიწყება.