რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ინციდენტი მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყავის ჯიხურის მინა ჩაამსხვრია. შემთხვევის დროს სავაჭრო ობიექტში ახალგაზრდა გოგო იმყოფებოდა. როგორც მან ინფო რუსთავს განუცხადა მამაკაცი აგრესიული იყო თუმცა მისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მეგობრობის გამზირზე რუსთავის საპატრული და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.