რუსთავში ხეებს კირით ღებავენ

2019-08-29 15:19:14

(ა)აიპ "რუსთავსერვის ცენტრი" ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ქუჩებში ხე-მცენარეების კირით შეღებვა.
რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, ხეები კირით რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეღებეს, ამ ეტაპზე სამუშაოები გონაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, მოგვიანებით კი თბილისის ქუჩაზე გადაინაცვლებს.

ხეების კირით შეღებვა მერიის შესაბამისმა სამსახურმა რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განახორციელებს.

გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობას, რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში არსებული (ა)აიპ "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.