უკანონო მშენებლობის ფაქტები რუსთავში

2019-08-29 13:07:13

ბოლო 3 თვის მონაცემებით, 2019 წლის 27 მაისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, რუსთავში უკანონო მშენებლობის 8 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, აქედან საჯარიმო სანქცია 6  შემთხვევაში ამოქმედდა. სამსახურის ხელმძღვანელის, აკაკი ხვედელიძის ინფორმაციით, ძირითად შემთხვევებში იურიდიული პირების დაჯარიმება მოხდა. ხვედელიძის თქმით, 8 ფაქტიდან 1 პირს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟის განსახორციელებლად გონივრული ვადა მიეცა, 1 საქმე კი განხილვის პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმებას ექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა მიმდინარე წელს 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე გაიზარდა.

რუსთავში უკანონო მშენებლობების შემოწმებას, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.