2019-09-05 17:00:42
რუსთავში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით ჰაერის დამინძურების ხარისხი 2-ჯერ გაიზარდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავთან" საუბრისას, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: - "ეს არის ჩემი უდუდესი ტკივილი მინდა გითხრათ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან. ჩვენ აღნიშნული საკითხი გავიარეთ კიდევ ერთხელ. ის წერილები, რა ურთიერთობაც გვქონდა ჩვენ, როგორც საწარმოებთან, ასევე იმ ორგანოებთან, რომლებმაც უნდა აკონტროლონ მონიტორინგი, სალიცენზიო პირობები და გამონაბოლქვი და ეს მონიტორინგი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი თვე ნახევარია მიმდინარეობს, რომ გარკვეულ შედეგამდე მივიდნენ. გვინდა, რომ ოფიციალურად მოვითხოვოთ ეს დოკუმენტი და ეს დოკუმენტი მინდა, რომ საჯაროდ გავავრცელოთ. საწარმოებში, შესაძლოა გერმანული ფილტრები მართლაც დააყენეს, მაგრამ ფილტრამდე თუ არ მივიდა ის მავნე გამონაბოლქვი, იმას აზრი არ აქვს. როგორც თქვენ იცით ახალი კანონი შევიდა რეგულაციებში და შეიძლება ძველ გაცემულ ნებართვებსაც შეეხოს, რომ ახალი სანებართვოო პირობებით აიღონ ლიცენზია, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას ახორციელებს"