"ბაგა-ბაღებში ჯერ კიდევ არის ადგილი"

2019-08-27 11:29:30

რუსთავის ბაგა-ბაღებში, 2 სექტემბრიდან, 3-დან 6 წლამდე აღსაზრდელების მიღება განახლდება.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, 3-დან 6 წლამდე აღსაზრდელებისთვის ბაგა-ბაღებში ჯერ კიდევ არის ადგილი და ყველა მსურველი ჩაირიცხება ბაღში.

"2 სექტემბრიდან განვაახლებთ მიღებას და წლის განმავლობაში იწარმოებს ბავშვების მიღება, იმიტომ, რომ ეს ასაკები ისეთი ასაკებია, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს ელექტრონული რეგისტრაცია. ამ ბავშვებისთვის ადგილები ისე შეიქმნა და ისე გადანაწილდა, ახალმა ჯგუფებმაც მოგვცა ამისი საშუალება, რომ რუსთავში მცხოვრები ყველა ბავშვი, 3-დან 6 წლამდე, ვინც იქნება მსურველი ჩაირიცხება ბაღში" - განაცხადა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, 16 სექტენბერს განახლდება.