რუსთაველი მძღოლების ჩხუბი მგზავრების გამო

2019-08-23 22:07:59

რუსთაველი მგზავრი ქეთი ბეშიძე "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და განაცხადა რომ შეესწრო ფაქტს როდესაც მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრის გამო ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით საქმე იქამდე მივიდა რომ მიკროავტობუსის მძღოლებმა ავტომობილები გააჩერეს და საქმის გასარჩევად გავიდნენ.

"დილით დაახლოებით 11:30-ზე ჩავჯექი რუსთავი დიდუბე-გლდანის ტრანსპორტში. ავტობანიდან უკვე შევნიშნე ყვითელი ფერის მარშუტკა, რომელიც ცდილობდა გზა არ დაეთმო ჩვენი მძროლისთვის. (როგორც შემდეგ გაირკვა უთანხმოება და დაპირისპირება მგაზავრების გამო მოუვიდათ) ფონიჭალა-ორთაჭალის ტრასამდე ცდილობდნენ ერთმანეთისთვის გადაესწროთ თუმცა ჩვენს წინ მდგომი ყვითელი ფერის მარშუტკა გზას არ უთმობდა მძღოლს და ორივე ხაზში მოძრაობდა, რასაც უკვეე ტრანსპორტში მსხდომთა არშფოთება და თხოვნა მოყვა გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მძღოლმა არ შეისმინა, რის შემდგენაც ფონიჭალა-ორთაჭალის ტრასაზე მძღოლები გადმოვიდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც მარშუტკაში ითქვა 96- ნომრის მძღოლს ხელში ეჭირა ატიორკა, რასაც ხალხის კიდევ უფტრო მეტად დაპანიკება და ბავშვების ტირილი მოყვა (თუმცა მართლა ეჭირა თუ არა მძღოლს ხელში რაიმე სახის იარაღი ჩემი თალით არ დამინახავს). შემდეგ მძღოლები დაუბრუნდენ საკუთარ მარშუტკებს, მაგრამ დაპირისპირება ისევ გააგრძელეს და შემდეგ უკვე სანაპიროსთან შევამჩნიეთ, რომ 96 ნომერი იყო უკვე დაცლილი და ჩვენ მარშუტკას წინ ისევ არ ატარებდა და უკვე ტრანსპორტიდანვე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მძღოლებს შორის", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში ქეთი ბეშიძემ.