რუსთავის პოლიციამ 1 მამაკაცი დააკავა

2019-08-23 21:15:18

რუსთავის პოლიციამ ის მამაკაცი დააკავა რომელიც სკოლის ღობეს აზიანებდა და იპარავდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 23 წლის მამაკაცი რუსთავის #8 საჯარო სკოლის ღობეს განზრახ აზიანებდა, რის შემდეგაც დეტალებს იპარავდა.

პოლიციელებმა მამაკაცი 22 აგვისტოს გამთენიისას სწორედ მაშინ დააკავეს როდესაც მოპარვის მორიგი მცდელობა ჰქონდა.

დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ამოღებულია ნივთმკიცება და დაკავებული ბრალს აღიარებს

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 19-117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს."