თურქეთში, 43 წლის მამაკაცმა, 38 წლის ქალს, შვილის თანდასწრებით, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა, ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც დაჭრილ დედას შვილი ეუბნება: "დე, გთხოვ არ მოკვდე"
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.