„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჰოლივუდური ბლოკბასტერის ორი ეპიზოდის შესახებ ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ექსკლუზიური ინფორმაცია — ის, რომ ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა და მეორე — ფილმის გადაღების დროს, მანქანა სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდებოდა.
“კომერსანტის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება. ამჯერად საუბარია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.
გაირკვა, რომ უნივერსიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს და ის სავარუდოდ “ფორსაჟის“ გადაღებებს უკავშირდება. შემოსაზღვრულია იმ ფასადის ნაწილიც, სადაც მანქანა უნდა შევარდეს. ასევე შენობაში დამონტაჟებულია გადაღებებისთვის საჭირო განათებები.
როგორც ცნობილია, არსებობდა ვერსია, რომ მანქანის შევარდნის სცენა სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია “პოლ & შარკში უნდა მომხდარიყო. თუმცა, წყარის ინფორმაციით, კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო Universal Pictures-მა საბოლოოდ გადაღების ლოკაცია შეცვალა და რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა.
თუმცა, ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ ერთ მაღაზიაში ავტომობილით შევარდნის სცენა ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჰოლივუდის ფილმის გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.
„ფორსაჟი 9“ის გადაღება თბილისში 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. Universal Pictures-ი საქართველოში 10 წუთიან მონაკვეთს გადაიღებს.
ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს