რუსთავი-თბილისი | ავტობუსი თუ მიკროავტობუსი

2019-08-22 23:29:54

"ინტერტრანსის" მიკროავტობუსებით მგზავრობა 6 მარშრუტზე უკვე გაძვირდა, საუბარი იმაზე რომ მალე შემოვა ავტობუსები და მიკროავტობუსს კონკურეციას გაუწევს და მგზავრსაც ექნება საშუალება არჩევანი გააკეთოს ალბათ გულუბრყვილობაა.

ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს რის გამოც სამგზავრო ავტობუსები რომლებიც მგზავრებს თბილისში გადაიყვანენ "ინტერტრანსის" მიკროავტობუსებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, მეტიც შესაძლოა კონკურსი არ შედგეს და ჩავარდეს.

1. კონკურსში მონაწილე კომპანიას ევალება რომ შემოიყვანოს მინიმუმ 9 ავტობუსი, რომელიც იქნება ევრო 6-ის სტანდარტის. თითო ავტობუსის ღირებულება საშუალოდ 250 000 ევროა. ანუ გამოდის რომ 2 25 000 ევროს ღირებულების ავტობუსები უნდა შეიძინის კომპანიამ, რაც 8 000 000 ლარამდეა. ასევე გასათვალისწინებელია რომ უნდა შეიძინოს საწვავი, გადაუხადოს მძღოლებს, გამოცვალოს ზეთი და მოკელდ რომ ვთქვათ გაიღოს დამატებითი ხარჯები - საეჭვოა რომელიმე კომპანიამ ამხელა ინვესტიცია გააკეთოს და მოგებას დაელოდოს დაახლოებით 5-10 წლის მერე.

2. მგზავრობის ტარიფი იქნება სავარაუდოდ 1 ლარი, საშუალოდ ვარაუდობენ რომ ამ მარშრუტით ისარგებლებს 2000-მდე მგზავრი, რაც ორივე მხარეს გამოდის 4000 მგზავრი, კომპანიას დღეში 4000 ლარი შემოსავალი არ ეყოფა ყოველდღიური ხარჯების გადასაფარად (საწვავი, ხელფასი, გაუთვალისწინებელი).

3. მარშრუტი რომელიც არც თუ ისე ბევრისთვის არის ხელსაყრელი. არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ ავტობუსები იმოძრავებენ რუსთავი (გმირთა მემორიალი) - თბილისი (ისანი). აღნიშნული მარშრუტით ბევრი ვერ ისარგებლებს იმიტომ რომ არ მიიყვანს დანიშნულების ადგილამდე. თუ მგზავრმა ისარგებლა თბილისის შიდასაქალაქო ტრანსპორტით და გადაიხადა დამატებით 1 ლარი მაშინ ამით ის არც დროს მოიგებს და არც თანხას დაზოგავს. იგივე ვითარებაა მეტროთი სარგებლობის დროს.

4. ავტობუსები იმოძრავებენ საშუალოდ 20-25 წუთის ინტერვალით, აქვე გასათვალისწინებელია რომ მისი სიგრზე სავარაუდოდ 10 მეტრი იქნება ამიტომ ქალაქში მოძრაობის დროს, როგორც რუსთავში ისევე თბილისში შესაძლოა არ იყოს პრაქტიკული.

აქვე დავწერ ავტობუსის უპირატესობას. თუ არ გეჩქარებათ, თუ აღნიშნული მარშრუტი მისაღებია, მაშინ თქვენ იმგზავრებთ კომფორტულად, ისე რომ არც სკამს გადმოგიშლიან გვერდით, არც უჰაერობა შეგაწუხებთ და მიკროავტობუსთან შედარებით გადაიხდით ნაკლებს.

და თუ არცერთი კომპანია არ დაინტერესდა და კონკურსი არ შედგა, მუნიციპალიტეტს აქვს გეგმა "ბ". მოგეხსენებათ რომ იგეგმება შიდასაქალაქო გადაადგილებისთვის ავტობუსების შეძენა. მერიაში ფიქრობენ რომ იმ შემთხვევაში თუ ქალაქს 40 ავტობუსი შეუძინეს, 30 იქნება შიდა მომსახურებისთვის ხოლო 10 რუსთავი-თვილისის, იგივე მარშრუტზე.

აქვე დავწერ ინტერტრანსის მდგომარეობაზეც. მიუხედავად იმისა რომ მგზავრობის ტარიფი გაძვირდა და მიუხედავად იმისა რომ რუსთაველების დიდი ნაწილი მომსახურებით უკმაყოფილოა ფაქტი არის ჯიუტი, რუსთაველები იძულებულები იქნებიან აღნიშნული კომპანიის სერვისით ისარგებლონ.

რა შეგვიძლია? მოვითხოვოთ, რომ კომფორტი გაზარდონ, თითოეულ წვრილმანზე რაც ჩვენთვის მიუღებელი იქნება დავრეკოთ ცხელ ხაზზე და ვაიძულოთ კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ან მიახლოებულით მაინც) მოგვემსახუროს და დაველოდოთ ხელშეკრულების ვადის გასვლას.

ეს არის ბლოგიო და ბუნებრივია სუბიექტურ მოსაზრებებს გამოხატავს, მოყვანილი მონაცემები კი ვარაუდია, თუმცა დაყდნობილია ფაქტებზე

ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები