შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებთან [photo]

2019-08-22 16:57:22

რუსთავში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილესთან გოჩა ლორიასთან ერთად შეხვდნენ და მათ პრობლემებს და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ისაუბრეს განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სხვადასხვა პროექტების შესახებ. არსებული ინფორმაციით იძულებით გადაადგილებულების მთავარი პრობლემა ისევ ფართების დაკანონება რჩება.

"ჩვენ ვიყავით ვაზიანის დასახლებაში, ახლა ვართ რუსთავში, გვაქვს შეხვედრები ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან. გავდივართ ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ასევე მოვინახულეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი. მოსახლეობას აქვს საყოფაცხოვრებო პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გავყოთ. არის კონკრეტული პრობლემები რომელიც უკავშირდება და არის ჩვენს მანდატში, ნაწილი პრობლემების არის მუნიციპალიტეტის მანდატში. ჩვენ მუნიციპალიტეტთან ერთად გავაგრძელებთ ყველა პრობლემის მოგვარებას ერთობლივი ძალებით", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ.