მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-08-20 23:58:26

22-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 აგვისტო +36°C, 23 აგვისტო +36°C, 24 აგვისტო +37°C, 25 აგვისტო +36°C.