რკინიგზის სადგური გაიხსნა [photo]

2019-08-22 00:11:06

რუსთავის რკინიგზის სადგური გაიხსნა. სადგურმა მგზავრების მომსახურება 5 აგვისტოდან დაიწყო.

რკინიგზის სადგურში მგზავრებისთვის მოსაცდელი სივრცე მოეწყო, ამისთვის კი სრულად რეაბილიტირდა სადგურის მთავარი შესასვლელი. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციის I ეტაპი ითვალისწინებდა.

სადგურის მცირე დარბაზში ფუნქციონირებს სალარო, რომელშიც შესაძლებელია სამგზავრო ბილეთების შეძენა. აქ ასევე განთავსებულია სკამები, სადაც მგზავრებს დასვენებისა და მოცდის საშუალება ეძლევათ.

პროექტის ფარგლებში რკინიგზის სადგურმა განახლბული იერსახე მიიღო. მიწესრიგდა გარე ფასადი, ასევე სადგურში მოწესრიგებულია სველი წერტილები.

რაც შეეხება სადგურის დარჩენილ ნაწილს, რუსთავის რკინიგზის მმართველი კომპანიის ხელძღვანელის კობა ლაცაბიძის ინფორმაციით, კომპანია ინვესტორებს ეძებს. რადგანაც დარჩენილი ნაწილი მგზავრებთან შემხებლობაში არაა, ინვესტორს მისი სურვილისამებრ მოწყობის საშუალება ეძლევა.