გარემოს დაბინძურების ფაქტი რუსთავში [photo]

2019-08-15 17:24:22

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა რუსთავში გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინა.

შპს "მემანიშვილი და კომპანიამ" საყოფაცხოვრებო ნარჩენები რუსთავში, სასაფლაობისკენ მიმავალ  გზაზე არსებულ ხიდთან უკანონოდ განათავსა.

როგორც კომპანიის თანამშრომელმა, რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა "ინფო რუსთავს" განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარჩენები მას აქამდეც მოუთავსებია და არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ ამის უფლება არ ჰქონდა.

კომპანია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა.