ხანძარი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე

2019-08-20 14:16:10

ხანძარი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე.

ცეცხლი ეზოში გაჩერებულ "აუდი"-ს მარკის ავტომობილს წაეკიდა.

მოსახლეობამ ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით სცადა, ასევე გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

ცეცხლი სავარაუდო ძრავში არსებული სადენებს გაუჩნდა.

ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.