ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში [photo]

2019-08-20 11:17:05

ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში, XVI მიკრორაიონში.

უცნობმა პირებმა სკოლის ახლადრეაბილიტირებული ღობე დააზიანეს.

"წლების განმავლობაში, რუსთავის მე-8 საჯარო სკოლას არ ჰქონდა ღობე, რის გამოც სრულად არ იყო დაცული მოსწავლეების უსაფრთხოება. სამი კვირაა, მიმდინარეობს სკოლის შემოღობვა. სამუშაოები უკვე სრულდება, თუმცა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, მოსახლეობა ინტენსიურად აზიანებს ღობეს. გუშინ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ღამე იგივე განმეორდა.

მოსახლეობა დადიოდა სკოლის ეზოს გავლით, მანძილის შემოკლების მიზნით. სამუშაოების მიმდინარეობის დროს არაერთხელ უთხრეს ხელოსნებს, რომ უკმაყოფილოები იყვნენ სკოლის შემოღობვით. ეს ღობე ვერ დაგვაკავებსო ეუბნებოდნენ თითქმის ყოველდღიურად. ბოლო რამდენიმე დღეა, ყოველ დილით, თავიდან ამაგრებენ ღამე დაზიანებულს. სამი პატარა და ორი დიდი ჭიშკარი აქვს სკოლას, გადაადგილების პრობლემაც არ არის.

მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია, მაგრამ მეორე ნაწილის დამოკიდებულება ასეთია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" სკოლის დირექტორმა ნინო ბეგაძემ.