გაზრდილი ფასი და რუსთაველების რეაქცია

2019-08-19 19:50:49

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, 6 მარშრუტზე, მგზავროვა 1.8 ₾ დღეიდან გახდა.

მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მგზავრების ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ვინც, თბილისშია დასაქმებული ტარიფის გაზრდა დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ამასთანავე აღნიშნული ფასი არ არის კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ადეკვატური.

"თუ კონდიცირებას არ ჩართავენ და გადმოსაშლელ სკამებს არ მოაშორებენ არ გადავიხდი! წავიდნენ და მიჩივლონ ამოვიდნენ უკვე ყელში"

"უკვე გაზარდეთ და კეთილი ინებეთ და სკამები მოაშორეთ, გაუსაძლისია მგზავრობა" - წერენ "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რუსთაველები.

ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტარიფის გაზრდა ნორმალურია და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ:

"ბიჭო რატო ბრაზდებით კაპიკებს ამატებენ ეს საცოდავები, გგონიათ რამე რჩებათ??? თვიდან თვემდე გადიან რო არ დაიხოცონ... თქვენ იმას მოკითხეთ 3.0 როა ასული მწვანე!!! ვაი თქვენს პატრონს როდის გეღირსებათ გაღვიძება"

"რა გადაეკიდეთ ამ მარშრუტკებს?! სხვა არაფერი გაძვირებულა?" -  წერენ "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რუსთაველები.

შეგახსენებთ, რომ ფასის მომატებაზე საუბარი კომპანიასა და ადგილობრივ მთავრობას შორის 1 წელი მიმდინარეობდა.