რუსთავის პოლიციამ 1 პირი დააკავა [video]

2019-08-18 11:47:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. [ვიდეო/video]

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითური გზით მიღებული თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ოქროს ნაკეთობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დ.ხ.-ს მიერ გაყიდული სამკაული.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.