კამერები რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2019-08-20 00:18:09

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ვიდეო კამერები განთავსდება.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სიჩქარის მზომი კამარების მონტაჟი რამდენიმე დღეში დაიწყება და აგვისტოს თვის ბოლომდე დასრულდება.

მაგისტრალზე ამ დროისთვის შესაბამისი საგზაო ნიშნები უკვე განთავსდა.

აღნიშნულ მაგისტრალზე გადადაგილებისას, მძღოლებისთვის ნებადართული მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ იქნება.