რუსთავში, XV მიკრო-რაიონში, საცხოვრებელ ბინაში 33 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.