მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-08-16 23:08:20

17-18 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +33, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 აგვისტო +36°C, 18 აგვისტო +35°C, 19 აგვისტო +37°C, 20 აგვისტო +37°C.