საპროტესტო აქცია ქობულეთში

2019-08-16 15:09:48

აქცია ქობულეთში, სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი დახმარებას ითხოვს.

მეწარმეები აცხადებენ რომ ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, მათ კი ბანკებიდან აღებული აქვთ სესხები და თანხის გადახდას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან სესხების გადავადებაში ან პროცენტების სუბსიდირებაში დახმარებას ითხოვენ.

აქციაზე მივიდა ქობულეთის მერი, მისი თქმით პრობლემის მოგვარებაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.