დაკვამლიანება სავაჭრო ცენტრში

2019-08-16 10:35:49

გუშინ ღამით სავაჭრო ცენტრში "გალერეა თბილისში" დაკვამლიანება იყო, რის გამოც მოხდა ხალხის ევაკუაცია და დაიკეტა მაღაზიები.

ამ დრომდე უცნობია როდის გაიხსნება ცენტრი, "თბილისი გალერი" განცხადებას ავრცელებს - "უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად გალერია თბილისში მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემების შემოწმება. სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო გამოქვეყნდება დღის მანძილზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო."

საგანგებო სირუაციების მართვის სამსახურის განცხადება - "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 
მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა."