ცეცხლი შენობის სახურავს წაეკიდა

2019-08-15 14:49:20

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია.

ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცნო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. 

მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, შენობა სრულად ევაკუირებულია.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს