ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-08-16 00:37:48

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შარტავას გამზირზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ნისანის" მარკის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეეჯახნენ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა განაცხადა, რომ მთავარ გზაზე გადმოდიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის მანქანა ვერ შეამჩნია და დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.