ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების განცხადება

2019-08-15 12:10:46

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტები, ლევან კვატაშიძე, ნანუკა ქაჯაია, დავით ცაგარელი, ნანა ლეჟავა და სხვები სოციალურ ქსელში ავრცელებენ განცხადებას, სადაც წერია, რომ არ იზიარებენ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. ჟურნალისტების განცხადებით, ეს არის იმედის ქრონიკის პოზიცია.

"არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს" - წერენ ჟურნალისტები სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა ფილმი "ჩვენ, მშვიდობით მოვიგებთ სხვის მიერ დაწყებულ ომს" რომლის შინაარსს გამოხმაურება მოჰყვა.