როდის აღდგება წყალმომარაგება

2019-08-14 12:15:40

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს:

რუსთავი, ცურტაველის ქ. N 5-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 14/08-ის 12:00-დან 18:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ:

9 ძმის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს და გასასვლელებს, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის ქუჩებს, მეგობრობის ქ. N 1-დან N 27-ის ჩათვლით, შევჩენკოს, ყაზბეგს ქუჩებს, ჩიხებს და გასასვლელებს, ტურგენევის, თავგორაშვილის, მაჩაბელის, ფალიაშვილის ქუჩებს.