სახურავების შეკეთების სამუშაოები რუსთავში

2019-08-13 22:16:11

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსებში სახურავების შეკეთების სამუშაოებისთვის ააიპ "რუსთავის კორპუსმა" ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა.

საცხოვრებელი სახურავების შეკეთება შემდეგ მისამართებზე იგეგმება:

თოდრიას მე-3 ჩიხი #4; თოდრიას 2 ჩიხი 5; XIX მიკრორაიონი #15; VII მიკრორაიონი #20;  VII მიკრორაიონი #16; გურამიშვილის ქუჩა #4; ჭავჭავაძის ქუჩა #11;

1 ნაწილის სატენდერო ღირებულება 77 219 ლარია.

XI მიკრორაიონი #3; ლეონიძის ქუჩა #14; VII მიკრორაიონი #8; VII მიკრორაიონი #13; ყაზბეგის ქუჩა #19; მეგობრობის გამზირი #7;

2 ნაწილის სატენდერო ღირებულება 65 768 ლარია.