14 აგვისტოს, რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება

2019-08-13 17:49:42

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში ფიროსმანის, დუმბაძის, გომელაურის, მშენებელთა, ბოსტანქალაქის, წერეთლის, მარის არხის, 1 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.