რუსთავში სატვირთო ჭაში ჩავარდა [photo]

2019-08-13 14:25:47

რუსთავში, მელიქიშვილის ქუჩაზე, წყლის ჭა ჩაინგრა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი ჭაში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელმაც თავის არეში დაზიანებები მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელმაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მამაკაცის მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია.